სიახლეები
18 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის მიერ ორგანიზებული ტრენინგების სერიის (5 ნაბიჯი დასაქმებისკენ) დასკვნითი, რიგით მე - 5 ტრენინგი თემაზე: „ლიდერობა“.
ტრენინგი ჩაატარა საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ბ - ნ გიორგი ბურდულმა.
ტრენინგზე განხილული იყო ლიდერის დამახასიათებელი თვისებები და უნარები.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგების სერია - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“ მომავალშიც ჩატარდება.